0
9.09.2024წ.
“დღეს სახალხო დღესასწაული „ონელობა 2024“აღინიშნება.
ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ქალაქში უკვე 16 წელია აერთიანებს ონზე შეყვარებულ ადამიანებს.
მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველას, ვისთვისაც ეთნიკური, კულტურული, სპორტული მრავალფეროვნება წარმოადგენს იმ მთავარ ღირებულებას, რაც აძლიერებს ჩვენ კუთხეს.
მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის დიდი მონაპოვარი, რაც მემკვიდრეობის სახით, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ასევე, ვიზრუნოთ იმ კულტურული და ისტორიული არეალების მოვლა-პატრონობზე სადაც იკითხება ჩვენი ქალაქის დიდი ტრადიციები, სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებთან თანაცხოვრების ისტორიები, მაგრამ ამ ქალაქის ყველაზე მთავარ სიმდიდრეს, რასაკვირველია, წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეები. სწორედ თქვენ ქმნით ონის რეალობას, მის სახეს. მიხარია, რომ ონის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებენ მართლაც ღირსეული ადამიანები რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.”
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.