GRETA-ს პროექტის ფარგლებში მდგრადი მთის ტურიზმის განვითარების საგრანტო კონკურსის შესახებ პროექტის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართეს

13.07.2020წ.

GRETA-ს პროექტის ფარგლებში მდგრადი მთის ტურიზმის განვითარების საგრანტო კონკურსის შესახებ პროექტის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართეს.
13 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში GRETA-ს პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ, ადგილობრივის ხელისუფლების წარმომადგენლები, ინდივიდულური მეწარმეები და პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები.
დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებდა პროექტ GRETA-ს პრეზენტაციას და მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში, განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა/განხილვას, ინტერაქტიულ რეჟიმში.
პროექტი “მწვანე ეკონომიკა – მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)”, რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა