30 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

30.09.2019წ.

30 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
მერმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის „ მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზდების საკითხს, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
ემზარ საბანაძემ სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content