5
30.09.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ასევე გაეცნო პრიორიტეტული პროექტების შესყიდვის გეგმას.
დავით ლობჟანიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტების შესრულების ვადებზე, ხარისხსა და სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
მერმა დავალება მისცა შესაბამის სამსახურს, მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყონ პროექტების მონიტორინგი, რომელთა დასრულებაც მიმდინარე წლის უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი
