2
16.09.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შესაბამისმა პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.
