გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

by newadmin newadmin

15.09.2026წ.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ახალი სასწავლო წელი ახალი მიზნების, შესაძლებლობებისა და წარმატებების დასაწყისია.
განსაკუთრებული დღეა ეს პირველკლასელებისთვის, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს და გადადგამენ პირველ ნაბიჯებს განათლების სამყაროში. მინდა, თითოეულ მათგანს ეს დღე განსაკუთრებულ მოგონებად დარჩეს, ხოლო სასკოლო წლები საინტერესო აღმოჩენებითა და წარმატებებით იყოს სავსე.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელს იმ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც მომავალი თაობების განათლებისა და აღზრდის საქმეში ატარებს.
ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალი განათლებულ, მიზანდასახულ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ ახალგაზრდებზე დგას. სწორედ ამიტომ, თითოეული მოსწავლის წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა.
გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს, წინსვლას და ბევრ ახალ მიღწევას!
დავით ლობჟანიძე
ონის მუნიციპალიტეტის მერი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content