18
11 ოქტომბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ – ტარიელ დალაქიშვილმა ონის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ახალი სახანძრო მანქანა გადასცა.
ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა და ქ.ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა – ეკა მაისურაძემ მეხანძრე-მაშველებს მიულოცეს შენაძენი.