მიმდინარე წლის 22 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

by newadmin newadmin

22/07/2026

მიმდინარე წლის 22 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ონში, კახაბერის ქ. N3-ში მდებარე გიგა ჯაფარიძის სახელობის სკვერის (ბულვარი, ს/კ 88.18.25.138) საერთო ფართობიდან (7239.00კვ.მ) 300.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ი/მ ლაშა ჩადუნელისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლით, 2 (ორი) თვის ვადით გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.
3. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” . ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ონის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2026 წლის 6 თვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2026 წელს განვლილი ექვსი თვის მუშაობის შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიით თავმჯდომარის ინფორმაცია მიმდინარე წელს 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content