3
ზუდალი – სასაფლაოს კეთილმოწყობა;
ბოყვა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობის დასრულება;
ზვარეთი – სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
კვაშხიეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გზის რეაბილიტაცია, გარე განათების ბოძების დამატება;
ხეითი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ჯოისუბანი – წყლის სისტემის და გზის რეაბილიტაცია;
წედისი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სხანარი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
ქვედი – სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობა;
ქვედრულა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ირი – სასაფლაოს კეთილმოწყობა.
21.04.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
მოქალაქეების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge
