3
14.11.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მურმან ლებანიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამოჩენილი მწერლის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
როგორც მერმა აღნიშნა, მურმან ლებანიძის ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული კულტურის ისტორიაში.
“იგი განსაკუთრებული სიყვარულით და ერთგულებით გამოირჩეოდა თავის კუთხის მიმართ, რასაც ასახავდა თავის შემოქმედებაში. მურმან ლებანიძის შემოქმედება, როგორც ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მომავალ თაობებს რჩება ჭეშმარიტი ღირსებისა და სამშობლოსადმი სიყვარულის მაგალითად”, – განაცხადა დავით ლობჟანიძემ.
