ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან ერთად, თათბირი გამართა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან

by magda

16.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან ერთად, თათბირი გამართა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან.
მუნიციპალიტეტის მერმა სფეროების მიხედვით შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების მდგომარეობა, პრობლემური საკითხები და მათი დროულად მოგვარების გზები.
ყურადღება გამახვილდა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და ზედამხელველობის სამსახურების აქტუალურ საკითხებზე.
ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ მერმა თითოეულ სამსახურის წარმომადგენელს მიმდინარე კვირის მანძილზე განსახორციელებელი დავალებები მისცა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content