მირიან მაისურაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

by magda

13.12.2023წ.

მირიან მაისურაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ქ. ბათუმში მიმდინარე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ონელმა სპორტსმენმა – მირიან მაისურაძემ 92 კგ წონით კატეგორიაში – იუზა ცერცვაძე დაამარცხა და საქართველოს პირველობა მოიპოვა.
ვულოცავთ მირიანს, ჩვენი კუთხის ღირსეულ ახალგაზრდა სპორტსმენს, ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას შემდომ ასპარეზობებზე!
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით, ყველა წარმატებულ ონელ სპორტსმენს მიღწეული წარმატებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, გადაეცემა ფულადი ჯილდო.

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content