გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას

by magda

15.09.2023წ.

ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი.
გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც გადადგეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცოდნის დიდ გზაზე.
მინდა გისურვოთ წარმატება ამ გზაზე, ხოლო მომავალში წინსვლა და მიღწევები პროფესიულ ასპარეზზე. გახსოვდეთ, რომ თქვენს მშობლებთან ერთად, თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ!
თქვენ ხართ ჩვენი კუთხის და ქვეყნის იმედი და მომავალი, თქვენი წარმატება კი, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წარმატებასთან.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content