67
15.09.2023წ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გლოლაში მოსახლეობას შეხვდნენ, რა დროსაც ისაუბრეს აღნიშნულ სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის არსებულ საჭიროებებზე, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით საშეშე მერქნით მომარაგებაზე და სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გადაჭრაზე.
️მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები შოვში, ტრაგედიის ადგილზეც იმყოფებოდნენ.
მოგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს.
️ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.