მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

by magda

31.08.2023

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
🔹 სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
🔹 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. 2023 წელს ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების მიხედვით განსახორციელებელი პროექტების ცვლილებები.
4. „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. „ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. “ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის N10 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. “ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის N16 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. ინფორმაცია თემატური საბჭოების შესაძლებლობებისა და ეფექტურობის გაძლიერების შესახებ ონის მუნიციპალიტეტში.
9. ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მიერ 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content