32
07.07.2023წ.
დღეს ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ქართული ხალხური სიმღერის საღამო გაიმართა.
ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა “ჩოხოსნები”( ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი) და ონის სალოტბარო სკოლამ (ლოტბარი- ირემა ჯაფარიძე) ერთობლივად მეგობრული ფოლკლორული ღონისძიება აჩუქა მაყურებელს.
ხალხური სიმღერის საღამოზე შესრულებული იყო სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და საგალობლები.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი ესწრებოდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვისთვის.