6
29.05.2023წ.
სოფელ ხეითში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გასული წელს, სოფელ ხეითში, სტიქიამ საავტომობილო ხიდი დააზიანა. პროექტის ფარგლებში მოხდება ახალი ბურჯებისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში იგეგმება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 164 000 ლარი შეადგინა.