სოფელ ცხმორში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

31.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ ცხმორში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ცხმორში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების შესრულების პროცესს
ღირებულება შეადგენს 8220,34 ლარს
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭრის პროგრამა.
შემსრულებელი : ი/მ ბ. კობერიძე