რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონში, ქორთა-ბოყვის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

by newadmin newadmin

14.09.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონში, ქორთა-ბოყვის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში 2 700 მეტრამდე სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოები ასევე მოიცავს ხიდბოგირების, მილხიდების, გადამღვრელი მილებისა და კიუვეტების მოწყობას.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 693 735 ლარს შეადგენს და მათი დასრულება 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
რეაბილიტირებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს და ქალაქ ონში შემოსასვლელ გზაზე ბოლო პერიოდში განვითარებული მეწყრული პროცესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ალტერნატიულ მარშრუტს წარმოადგენს.
პროექტის მიმდინარეობას, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლევან ჯმუხაძე, ალუდა თუთისანი და ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი გაეცნენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content