48
23.07.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და მერის წარმომადგენელთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულოანი ბინების მაცხოვრებლებს შეხვდა.
მერთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა ისაუბრეს მრავალსართულიანი ბინების პრობლემებსა და საჭიროებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბავშვო სივრცის მოწყობაზე.
დავით ჩიკვაიძემ ადგილობრივებს გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.