ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

19.10.2020წ.

19 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე , ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე , საგანგებო მობილური ჯგუფების შექმნაზე, რომლების მონიტორინგს გაუწევენ სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებას და სხვა საჭირო ღონისძიებებს, ასევე ქოლცენტრების გააქტიურებული მუშაობის შესახებ, რომ დაინტერესებულ პირებმა მიიღონ საჭირო ინფორმაციები ვირუსის სიმპტომატიკის არსებობის შესახებ.
შეხვედრზე გაიცა რეკომენდაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ბანკი, მაღაზიები, კვების ობიექტები) გასათვალისწინებლად.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content