94 წლის ასაკში, კიდევ ერთი ღირსეული ონელი, ქალაქის კოლორიტი ალექსანდრე (შურა) მაისურაძე გარდაიცვალა

24.11.2021წ.

94 წლის ასაკში, კიდევ ერთი ღირსეული ონელი, ქალაქის კოლორიტი ალექსანდრე (შურა) მაისურაძე გარდაიცვალა.
ალექსანდრე (შურა ) მაისურაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი თაობების აღზრდაში, სპორტის განვითარებასა და ჭიდაობის პოპულარიზაციაში, ის იყო მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის, ვეტერანთა პირველობაში ორგზის ჩემპიონი , საპატიო ონელი, კარგი მეგობარი და მასწავლებელი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და რაჭას ამ დიდ დანაკლისს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა