9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

9.09.2019წ

9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
მერმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა პროექტების შესრულების ვადებისა და ხარისხის უმკაცრეს კონტროლზე. ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
მერის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემოსულ კორესპოდენციებზე დროულ და კვალიფიციურ რეაგირებას.
ემზარ საბანაძემ სამსახურების ხელმძღვანელებს პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები მისცა.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო