9 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან

9.12.2019წ.

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა შეაჯამეს გასულ კვირას შესრულებული სამუშაოები და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები,მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ქალაქში საახლაწლო სამზადისთან დაკავშირებით და ზამთრის სეზონის დადგომის პარალელურად მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტექნიკის მზაობაზე.
ემზარ საბანაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, მისი დავალებით აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ რეჟიმში კონტროლზეა აყვანილი.
ამ დროისთვის ქალაქში მიმდინარეობს უმწეოთა საშეშე მერქნით მომარაგების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საშეშე მერქანი გადაეცემა 85 უმწეო, მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს.
შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა