7 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილე ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

7.10.2019წ.

7 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილე ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხე მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს, სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალ 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მეთოდს,ასევე მერიაში შემოსულ კორესპოდენციებზე დროულ და კვალიფიციურ რეაგირების საკითხს.
ყურადრება გამახვილდა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მძიმე ტექნიკის მზაობასა და შესაბამის შ.პ.ს-მაქსიმალურ ჩართულობაზე პრობლემური საკითხების მოგვარებაში.
შეხვედრის ბოლოს ეკა მაისურაძემ სამსახურის უფროსებს მიაწოდა ინფორმაცია 11 ოქტომბერს დაგეგმილი კულტურული ღონისძიების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს „მოედანი 2009“-ის ხელმძღვანელი კახაბერ ჩიკვილაძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა