6-7 ოქტომბერს სოფელ ბოშურში, გორის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა პროექტის „თვითმმართველობის აკადემია: ლიდერობა და მენეჯმენტი ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებში“ პირველი სატრენინგო სესია გუნდურობისა და გუნდის შექმნის შესახებ.

17.10.2023

ტრენინგი ჩაატარა პაველ პოპოვმა, ქართველი ექსპერტის – დავით გუნაშვილის დახმარებით.
ტრენინგს დაესწრნენ მონაწილე მუნიციპალიტეტების ონის, ამბროლაურის დუშეთის და ბოლნისის, ხელმძღვანელი პირები.
 პროექტი ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასა (სათეფა) და მიროშევსკის ცენტრთან თანამშრომლობით. სასწავლო გეგმა კი შემუშავებულია პოლონეთის ლეხ კაჩინსკის საჯარო ადმინისტრირების სკოლის (KSAP) მიერ.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა