სამუშაო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ა(ა)იპ დაწესებულებების დირექტორებთან.

18 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მორიგი სხდომა გამართა მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ა(ა)იპ დაწესებულებების დირექტორებთან.
შეხვედრაზე თითოეულმა ხელმძღვანელმა შეაჯამა გასული კვირის საქმიანობის შედეგები და ასევე მიმდინარე სამუშაო პროცესი, ისაუბრეს არსებულ ხარვეზებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
სამსახურების ხელძღვანელებმა და ა(ა)იპ დაწესებულებების დირექტორებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რათა სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს