4 -5 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსური მართვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

სამუშაო შეხვედრა დაეთმო ფინანსური შესაძლებლობების პროგნოზირებას (ე. წ cash- flow-ს შემოსვლების ნაწილი) გეგმის შედგენის საკითხს

4 -5 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსური მართვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრა დაეთმო ფინანსური შესაძლებლობების პროგნოზირებას (ე. წ cash- flow-ს შემოსვლების ნაწილი) გეგმის შედგენის საკითხს. წარმოდგენილი იყო ერთინი ფორმა და შესაბამისი დამხმარე ინსტრუქციები შემოსავლების თვეების მიხედვით პროგნოზირებისათვის.
სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი ფორმა მოიცავდა თვითმმრთველობის აქტუალური შემოსავლების ყველა სახეობას ( დამატებული ღირებულების გადასახადი, ქონების გადასახადი, მოსაკრებლები, საკუთრებიდან შემოსავლები) და არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსავლებს.
კონსულტანტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა შემოსულობების დროში გადანაწილების გაანგარიშების შესაძლებლობები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის შემოსავლებზე პასუხისმგებელი და კურატორი პირები (ფინანსური, ეკონომიკის, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები).
პროექტი ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია „ კარდნო“ (Cardno, Emerging Markers USA, Ltd.) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით. „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონლური შესაძლებლობების გაძლიერება. ფინანსური და სააღრიცხვო სისტემები“, რომელიც მცირე რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების (SRMDP)პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა