4 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილე-ეკა მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

4.09.2019წ

4 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილე-ეკა მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

მერის მოადგილემ წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ , ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლების წყალმომარაგების, გარე განათების და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხს.
დიმიტრი საყვარელიძემ წარმომადგენლებს მოუწოდა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ.
მერის მოადგილე ეკა მაისურაძე წარმომადგენლებს ესაუბრა 9 სექტემბერს დაანონსებული ფოლკლორული ფესტივალის შესახებ.
თათბირს ესწრებოდა ი.გ.პ. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „ თანხმობა“ წარმომადგენელი, თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი, სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორი მარინა ფოჩხუა, რომელმაც ისაუბრა ასოციაციის ძირითადი საქმიანობების, პრინციპების და მისიის შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს ” მოედანი 2009″ დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე და შპს ონის კომუნალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა