44
09.04.2024წ.
35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა თავისუფლებისათვის ბრძოლისა და ერთიანობის სიმბოლოდ!
9 აპრილის დღესთან დაკავშირებით ქ. ონში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ა(ა)იპ ორგანიზაციების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ღამეს თავისუფლებას შეწირული გმირები.
ღონისძიება გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გამართული შემოქმედებით საღამოთი დასრულდა, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.