20.04.2026წ.

23 აპრილს, 15:00-ზე ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” ფარგლებში, ლექცია გაიმართება.
შეხვედრა მოიცავს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციას, ცოდნის ასამაღლებელ ლექციას და GITA-ს 2026 წლის პროგრამების გაცნობას, მათ შორის საგანმანათლებლო, ბიზნესის დაფინანსება/განვითარებისა და სხვა პროგრამებს.
ღონისძიება დასრულდება 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარით.
დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია, აღნიშნულ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/QRCZzt

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს