31 მაისს ონის მუნიციპალიეტის მერმა ემზარ საბანაძემ ჩაატარა გაფართოებული თათბირი

დღეს, 31 მაისს ონის მუნიციპალიეტის მერმა ემზარ საბანაძემ ჩაატარა გაფართოებული თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის თითოეულ აქმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები , ასევე ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სხვადასხვა პრობლემები. მერის განცხადებით, თითოეულ სოფელში მიმდინარე პროექტის შესრულების ხარისხზე კონტროლის პასუხისმგებლობა, უნდა აიღოს თითოეულ სოფლის წარმომადგენლებმა,შესაბამის სამსახურებთან ერთად, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების პრობლემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს