3 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

თათბირზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების დაკონტრაქტების პროცესი. ასევე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე გამოცხადებული ტენდერების მიმდინარეობა.
საუბარი შეეხო სააღდგომოდ სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების გრაფიკს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში ა(ა)ი.პ ორგანიზაციებში არსებულ შრომის დისციპლინას და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.
მერის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობას და ხარისხს, ასევე პრობლემური საკითხების მოგვარების პროცესს, სოფლის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გააკონტროლებს.

    

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს