25.02.2025წ.

დღეს, სერგი ხიდეშელმა ააიპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის თანამშრომლებს დირექტორი – დიმიტრი მარკოიშვილი წარუდგინა.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა არსებულ გამოწვევებზე და იმ კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც დროულად მოგვარებას საჭიროებს. მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე შედეგზე ორიენტირებული და ქმედითი ნაბიჯები ბიუჯეტის შედგენის დროს დაიგეგმა, შესაბამისად ეტაპობრივად ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა სამომავლო გეგმებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებაზე, როგორიცაა კალათბურთი და ტანვარჯიში. სასპორტო კომპლექსის თანამშრომლებმა თავის მხრივ სხვადასხვა საკითხები გააჟღერეს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან იქნება გათვალისწინებული.
შეხვედრის დასასრულს ააიპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა საპორტო სკოლის კომპლექსის ახალდანიშნულ დირექტორს წარმატებები უსურვეს პროფესიულ საქმიანობაში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content