29 მარტს, მონიტორინგის ფარგლებში, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა მამისონს დინამოს აკადემიის მწვრთნელი პაატა გოცირიძე სტუმრობდა

07.04.2025წ.

მიმდინარე წლის 29 მარტს, მონიტორინგის ფარგლებში, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა მამისონს დინამოს აკადემიის მწვრთნელი პაატა გოცირიძე სტუმრობდა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მწვრთნელთა კურატორია და ბავშვთა სავარჯიშო პროცესების პროფესიონალურ დონეზე წარმართვას, საფეხბურთო სკოლა მამისონის მწვრთნელების აღსაზრდელებთან დინამოს მეთოდოლოგიით მუშაობას კურირებს.
კურატორი დაესწრო და დააკვირდა ვარჯიშის მიმდინარეობას. საფეხბურთო სკოლა მამისონის მწვრთნელებს გაუზიარა გამოცდილება და მისცა რჩევები, რაც მათ მომავალში პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ, ასევე ნორჩ ფეხბურთელებს გადასცეს სპორტული ინვენტარი. დიდ მადლობას ვუხდით დინამოს აკადემიას, პაატა გოცირიძეს მხარდაჭერისთვის და სპონსორს ყოველწიური თანადგომისთვის.
www.isurve.ge

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა