27 ივნისს ქალაქ ონის, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ საპენსიო ასაკის პაციენტებისთვის ატარებს უფასო კონსულტაციას.

23.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 27 მაისს, ოთხშაბათს, 13:00 საათიდან – 15:00 საათამდე, ქალაქ ონის, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ საპენსიო ასაკის პაციენტებისთვის ატარებს უფასო კონსულტაციას.
აქციის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება, ექიმი-ოფთალმოლოგისგან მიიღოს უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება (გარდა სათვალის შერჩევისა).
მსურველებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 551 13 12 50
ნაკლების ჩვენება

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს