27 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან

27.01.2020წ.

27 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ, საქართველოს კანონში „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შეტანილი ცვლილებების თაობაზე, განიხილეს ქალაქში სასმელი წყლით მომარაგების მოწესრიგების საკითხი, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,მერის განცხადებით მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე შემსრულებელი მეწარმეების გამოვლენა რათა თავიდან იქნეს აცილებული პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების დაცვაში მოსალოდნელი პრობლემები

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს