26 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

26.08.2019წ

26 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
მერმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება კვლავ გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების შესეულების ხარისხისა და ვადების კონტროლზე.
ემზარ საბანაძემ სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს