25 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან

25.11.2019წ.

25 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სამსახურების უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ქალაქში სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.

მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის არაჯეროვნად შესრულებასა და ხარვეზების გამოსწორებაზე გაამახვილა ყურადღება.
ემზარ საბანაძის განცხადებით თითოეული პრობლემური საკითხის დაყენებას, შესაბამისი სამსახურის მხრიდან, უნდა მოყვეს ქმედითი ნაბიჯები და წინადადება არ შეჩერდეს მხოლოდ თათბირის დონეზე,რაც მერიის მუშაობას მეტად ეფექტურს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

#ონელობა2026

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება

ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე