25 მეტრის სიგანის მეწყერმა რაიონს მოწყვიტა ზემო რაჭის 3 სოფელი: გლოლა, ღები, ჭიორა და კურორტი შოვი.

1 იანვარს ქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კილომეტრზე (უწერა-გლოლის მონაკვეთზე) ჩამოსულმა 25 მეტრის სიგანის მეწყერმა რაიონს მოწყვიტა ზემო რაჭის 3 სოფელი: გლოლა, ღები, ჭიორა და კურორტი შოვი. 1 იანვრის ღამიდანვე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი-არჩილ ჯაფარიძე, ონის მერი-ემზარ საბანაძე.

3 იანვრის მდგომარეობით ქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კილომეტრი (უწერა-გლოლის მონაკვეთი) გახსნილია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის სრული გაწმენდა

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა