default

11.08.2023.

რაჭის სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მერვე დღეა აქტიურად მუშაობს.
ამ ეტაპზე, სამძიებო სამუშაოებისათვის მობილიზებულია100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. მძიმე ტექნიკის ოპერატორები, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით.
დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები. მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა