1
05.12.2024წ.
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულზე 200 ლარის ოდენობით.
ერთჯერადი დახმარება გაიცემა არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომელთაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეული წესით.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის ბიუჯეტში აღნიშნული საჭიროებისთვის 30 000 ლარი დაიხარჯა.
დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ოჯახის წევრმა, მეურვემ, მზრუნველმა ან მხარდამჭერმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას.
მერიაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საბანკო ანგარიში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ, ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს – მარინე რაზმაძეს. ტელ: 591 01 04 18