2022 წლის 18 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო: ,,გულის ჯიბეში შენახული ენძელები” გაიმართა

18.02.2022წ

2022 წლის 18 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო: ,,გულის ჯიბეში შენახული ენძელები” გაიმართა.
ღონისძიება მწერალ კოტე ხიმშიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ონის მუნიციპალიტეტის, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გამოიფინა თემატური ლიტერატურა, რომელიც დაკავშირებული იყო მწერალ კოტე ხიმშიაშვილის ცხოვრებასთან, ოჯახთან და საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპულ მწერლებთან.
ლიტერატურულ საღამოზე პოეტმა ანა ერისთავმა წაიკითხა ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან. შეხვედრაზე გაიხსენეს კოტე ხიმშიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპული მწერლების ხსოვნას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა