18 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

18.09.2019წ.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ზაფხულის პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ამავე პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები,რომლის გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების პრიორიტეტების გეგმებში.
თათბირზე წარმომადგენლებმა დააყენეს თემებში ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით გამოკვეთილი საჭიროებები: შიდა გზების მოწესრიგების,საშეშე მერქინის მოპოვების და სათიბებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების საკითხები,რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში,შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ მადლობა გადაუხადა ღარის თემის წარმომადგენელს ლევან არჩვაძეს და საკრებულოს დეპუტატს ამავე თემში გიორგი მარკოიშვილს,სოფლებში საკუთარი ინიციატივებით და ძალისხმევით განხორციელებული არაერთი სამუშაოსთვის,რომლებიც სოფლებში შესვლისთანავე იგრძნობა და ჩანს.
მერის განცხადებით წარმომადგენლის და დაპუტატის ურთიერთთნამშრომლობით და ძალისხმევით მსგავში მუშაოება სამაგალითო უნდა იყოს დანარჩენი თემის წარმომადგენლებისთვისაც.
შეხვედრას ესწრებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი-გიორგი ბენდიანიშვილი,ინფრასტრუქტურის სამასახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი და შ.პ.ს კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა