17 სექტემბერს სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ,მოადგილესთან გიორგი გონაძესთან,მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთნ გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ღარში, წოლასა და წმენდაურში

17.09.2019წ.

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ,მოადგილესთან გიორგი გონაძესთან,მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთნ გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ღარში, წოლასა და წმენდაურში.
შეხვედრაზე ისაუბრეს ზოგადად რეგიონში და კონკრეტულად ონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ, მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საუბარი შეეხო აღნიშნულ სოფლებში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს, ასევე ყოფით პრობლემებს, როგორებიცაა თბობის სეზონისათვის მზადება და წყალმომარაგების საკითხები.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო