16 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერმა -ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა უწერისა და ნაკიეთის მოსახლეობასთან

მიმდინარე წლის 16 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერმა -ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა უწერისა და ნაკიეთის მოსახლეობასთან, შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე- შუქურა ჯაფარიძე და ადმინისტრაციული ერთეულიდან მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე შეაფასეს ჩატარებული ზამთრის პერიოდი, ამ პერიოდში დაგროვებული პრობლემები და დასახეს მათი მოგვარების გზები.აქვე მოსახლეობამ დააყენა სოფლისთვის აქტუალური პრობლემატური საკითები: ეს ეხება სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან და ტყეში შესასვლელ გზებს, ასევე სასმელი წყლის პრობლემებს, სოციალურ თემატიკას და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.
ადგილობრივი მოსახლეობის მაღლი ინტერესიდან გამომდინარე საუბარი შეეხო მდ.რიონზე დაგეგმილ კასკადის მშენებლობას. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების პოზიციით, ნებისმიერი პროექტი, რაც იგეგმება და დაიგეგმება მომავალში, პირველ რიგში მოსახლეობის კეთილდღეობისათვის იქნება გათვალისწინებული, ეს ეხება აღნიშნულ პროქტსაც, რომელთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაიმართბა საჯარო განხილვები პასუხისმგებელი კომპანიის, მოსახლეობის და კომპეტენტური სპეციალიტების ჩართულობით, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ამ პროექტის განხორციელება-არგანხორციელების საკითხი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, იგი როგორც დღემდე, მომავალშიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს ხალხის ინტერესების დასაცავად, მათი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ვასო მეტრეველი გარდაიცვალა

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა