15 მარტიდან, სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართულმა დაწესებულებებმა, ჯანდაცვის სამინისტროს, პროდუქტების ბრუნვის შესახებ, მონაცემები ელექტრონულად უნდა გაუზიარონ

02.03.2023წ.

15 მარტიდან, სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართულმა დაწესებულებებმა, ჯანდაცვის სამინისტროს, პროდუქტების ბრუნვის შესახებ, მონაცემები ელექტრონულად უნდა გაუზიარონ.
სიახლე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას უკავშირდება და მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.
იმ აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ გააჩნიათ, სამინისტრომ, ელექტრონული სისტემა შექმნა.
სწორედ ამ პლატფორმაზე შეძლებენ ისინი ფარმაცეპტული პროდუქტების რეალიზაციას და მარაგების მართვას.
აღნიშნულ დაწესებულებების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ ტრენინგებზე გადაამზადებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული სიტემის ფუნქციონალი და მასში მუშაობის პრინციბები.
ტრენინგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2-დან 9 მარტის ჩათვლით ჩატარდება. რაც შეეხება განრიგს:
7 მარტს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მდებარე აფთიაქების წარმომადგენლებისთვის, 14:00 საათზე, გაიმართება „ონლაინ“ შეხვედრა.
შეხვედრის ბმული: https://mohge.webex.com/mohge/j.php…
მათთვის კი, ვინც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტრენინგებზე დასწრებას ვერ მოახერხებს, 9 მარტის, 14:00 საათზე, დანიშნულია, დამატებითი „ონლაინ“ შეხვედრა. შეხვედრის ბმული: https://mohge.webex.com/mohge/j.php…

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.