15 მაისი ქართული კინოს დღე.

15.05.2023

15 მაისი ქართული კინოს დღე.
 15 მაისს, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ქართული კინოს მარათონი გამართა.
 ქართული კინოს 115 წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით, თავადვე შეარჩია.
 კინომარათონი საქართველოს 20 ქალაქში და მსოფლიოს 5 ქვეყანაში იმართება.
 კინომარათონის ფარგლებში დღეს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში ნაჩვენები იქნა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი – “აკაკი წერეთელის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში.”
რეჟისორი -ვასილ ამაშუკელი.
 ფილმის ჩვენებამდე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სონია გუგეშაშვილმა დამსწრეებს ქართული კინოს ისტორია გააცნო.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა