15 იანვარს პროექტის “GRETA” ( რომელის ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის-შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით) სამუშაო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში

15.01.2020წ.

მიმდინარე წლის 15 იანვარს პროექტის “GRETA” ( რომელის ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის-შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით) სამუშაო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა პროექტ “GRETA”-ს პრეზენტაციას მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში. განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა -განხილვას, ინტერაქტიულ რეჟიმში.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობასა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა