0
14.11.2024წ.
დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში არსებული მურმან ლებანიძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იუბილარი პოეტის ხსოვნას.
14 ნოემბერი ცნობილი ქართველი პოეტის, ჩვენი კუთხის ღირსეული წარმომადგენელის მთარგმნელის, ესეისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მურმან ლებანიძის დაბადების დღეა.
მურმან ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.
პოეტი დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” და ღირსების ორდენებით. 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მურმან ლებანიძე 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. მწერალი და საზოგადო მოღვაწე დიდუბის პანთეონშია დაკრძალული